გამარჯობა, სამყაროვ!

აი, ასე არაორიგინალურად მსურს დავიწყო ჩემი კიდევ ერთი, ამჯერად თემატური, ბლოგი.

ისე მოხდა, რომ ცხოვრების მე-8 წელია სამედიცინო სფეროში ვარ და როგორც ჩანს, ცხოვრების ბოლომდე აქ ვიქნები. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი ამესრულებინა და გამეკეთებინა ბლოგი იმაზე რასაც ვაკეთებ და ხან და ხან  მომწონს კიდევაც 🙂 .

მინდა ბლოგი მოიცავდეს ისეთ თემებს, რომლებიც დააინტერესებს როგორც სტუდენტებს და ექიმებს, ასევე ჩვეულებრივ ადამიანებს. აქ იქნება პოსტები არა მხოლოდ  მედიცინაზე, არამედ ანატომიაზე, უჯრედის ბიოლოგიაზე,  გენეტიკაზე, ქიმიაზე და ა.შ.  რა თქმა უნდა, ყველა თემას ორი ავტორი (და ამ მომენტისთვის ორნი ვართ) ვერ გავწვდებით, ამიტომ დიდი სიხარულით მივიღებ ადამიანებს, რომლებსაც თავისი ცოდნის გაზიარება მოუნდება ჩვენთვის.

იმისთვის, რომ წეროთ ჩვენს ბლოგზე:

თქვენ კარგად უნდა იცნობდეთ იმ საბუნებისმეტყველო სფეროს, რომელზეც დაწერთ, უნდა შეგეძლოთ კარგად და გასაგებად წერა და ყოველთვის უნდა მიუთითოთ იმ ფაქტების წყაროები, რომელსაც ეყრდნობით.  გარდა ამისა, მინდა გაითვალისწინოთ ის აუდიტორია, რომლისთვისაც წერთ. საგანმანათლებლო პოსტების უმეტესობა იქნება გამიზნული არასამედიცინო განათლების ადამიანებზე (დამეთანხმებით, რომ სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი და ექიმი, ჩვენი დახმარების გარეშეც ნახავს ინფორმაციას მაგ., ალერგიაზე), ამიტომ  ინფომრაციის მოწოდების ფორმა უნდა იყოს შესაბამისი. გახსოვდეთ, რომ ყველამ არ იცის რა არის ანაფილაქსიის ეოზინოფილური ქემოტაქსის ფაქტორი.

 

გარდა ამისა, მინდა ბლოგზე ვწეროთ სტუდენტურ ცხოვრებაზე, უნივერსიტეტებზე, სტიპენდიებზე, პროგრამებზე, წიგნებზე, სწავლის გაგრძელების პერსპექტივებზე და ა.შ. საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი მაქვს და იმედია, მათ შესრულებას გავწვდები.

 

თუ გაქვთ რამე იდეა, შემოთავაზება ან სულაც პრეტენზია, შეგიძლიათ მოგვწეროთ კომენტარებში ან მეილზე:  scrubpress[@]gmail.com

ინფორმაცია Natosha
ადმინი, ბლოგერი и просто красавица

8 Responses to გამარჯობა, სამყაროვ!

  1. DICOM says:

    ნატალი. ვისთვის ვწეროთ ამ ბლოგზე? პროფესიონალებისთვის ალბათ სპეციალური ლიტერატურა და სტატიები არსებობს. ჯენერალ აუდიტორიას კი არამგონია ეს საკითხი ასე ღრმად აინტერესებდეს…

    • CheshireCat says:

      კოკა, პროფესიონალებისთვის ჯერ ვერ დავწერ, შესაბამისი “ლეველი” არ მაქვს. ამიტომ ჯენერალ აუდიტორიისთვის. ვინიცობაა, დააინტერესოთ 🙂

    • Jasonizer says:

      მე საერთო აუდიტორიას ვეკუთვნი და უზომოდ მაინტერესებს ეს თემა. ძალიან ხშირად ვკითხულობ სამედიცინო ბლოგებს, საიტებს და ჟურნალებს. დარწმუნებული ვარ ჩემნაირები კიდევ არიან.

  2. Agasfer says:

    მშვენიერია ))) ჩავძიროთ და ავაძაღლოთ მკურნალი.გე :სას:

  3. Sweety says:

    მე მაინტერესებს რა დაავადებები გადადის ზასაობით 😀 თუ შეიძლება ამაზე დაწერეთ. ფრიად საჭირბოროტო თემაა… ❤ დღევანდელი ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებით!!! რომ დაუღიათ პირები და გაუგდიათ ენა მხარზე 😀

  4. DICOM says:

    კიი 🙂 ამ საკითხის ექსპერტები აქ ვართ 🙂 ფორუმის შესაბამისი განყოფილებები ჩვენთვის პრაქტიკა იყო. იქ დავამუშავეთ ისეთი თემები, როგორიცაა ქალიშვილობა, მისი დაკარგვა, სექსი მუშურ გლეხურად და სახალისო ვენეროლოგია 🙂

  5. Meme says:

    ალერგიებზე თუ დაწერთ გამიხარდება 🙂 ვიცი რომ დიდი და რთული თემაა, მაგრამ მაინც, რასაც მოახერხებთ 🙂

დატოვე კომენტარი